logo
ENG



გიორგი ვაშაძე: მე არ ვეთანხმები საგანგებო ვითარების გამოცხადებას

21 მარ 202016:10
3 წუთის საკითხავი
 

„ახალი საქართველოს“ ლიდერი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არასწორია. გიორგი ვაშაძის განცხადებით, სახელმწიფო კორონავირუსის პრევენციისათვის არასწორ ნაბიჯებს დგამს, ნაცვლად იმისა, რომ დაიწყოს აგრესიული ტესტირება და პრობლემის გადაჭრის რეალურ გზებზე იფიქროს.

მისივე თქმით, კარანტინში მყოფ 1500-მდე მოქალაქეს ტესტებს არ უკეთებენ და აცხადებენ, რომ სიმპტომების გამოვლენას ელოდებიან.

„სამწუხაროდ, ვხედავ ბევრ არასწორად გადადგმულ ნაბიჯს. დღეს რომ არ ვთქვათ ამის შესახებ, ხვალ შეიძლება გვიანი იყოს და ვერ გამოვასწოროთ ის შედეგები, რომელთაც არასწორი ნაბიჯები იწვევს. მე არ ვეთანხმები საგანგებო ვითარების გამოცხადებას. ეს სათაური ჩვენ არაფერს არ გვიშველის. მთავარი პრობლემაა აგრესიული ტესტირება. სამხრეთ კორეამ ​კორონავირუსის გავრცელება აგრესიული ტესტირებით შეაჩერა. არსებობს კორეის და არსებობს იტალიის გზა. იტალიამ ზუსტად აქ დააგვიანა და საკარანტინო ზონები და სამედიცინო დაწესებულებები გახდა კორონავირუსის მთავარი გავრცელების წყარო.

შევუთვალე ხელისუფლებას, რომ შეეცვალათ სტრატეგია, რაც მათ ჰქონდათ,  მაგრამ ეს არ გააკეთეს. ყოველდღიურად ხელისუფლება ახალ ახალ სანქციებს იღებს, გვეუბნებიან, რომ კონტროლს ექვემდებარება ყველაფერი უპრობლემოდ. თუ ეს მართლაც ასეა, რა​ში გვჭირდება საგანგებო ვითარება? იცით, 1500 ადამიანი რატომ არის კარანტიში? იმიტომ, რომ ტესტს ვერ უკეთებენ. ველოდებით სიმპტომების გამოვლენასო, მაშინ როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყველას ტესტების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ბევრი წერტილი სწრაფი ტესტირების, რომ დიაგნოსტიკა გავმართოთ და შემდეგ იყოს მკურნალობა აწყობილი“, - განაცხდა გიორგი ვაშაძემ.


close დახურვა